გულიანი
"პური გულიანი" - ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ

Scroll Down
გულიანი
გულიანი

„პური გულიანი“ - ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ.

სწორედ ასე ეწოდება ჩვენს სახაბაზოსაც, სადაც ისტორია  ცოცხლდება, ცხობის ქართულ ტრადიციებს განვითარების უწყვეტი ხაზი ემატება და ყოველდღიურად მზადდება ქართული კერძების, გულსართიანი პურეულისა და დესერტების თანამედროვე ვარიაციები.

საქართველოოში ყველა  დღესასწაულს თავისი გულიანი პურის სახეობა აქვს.  ხორბლის სამშობლოში ხაშით ამოფუებულ ცომში ადამიანები ბარაქას, შინაარსს და დანიშნულებას ათავსებდნენ.

პური გულიანი სწორედ გულსართიანების კონცეფციის გაგრძელებაა,  უწყვეტი ისტორია, რომელიც თანამედროვე ყოფაში ახალ ფორმასა და დატვირთვას იძენს, მაგრამ არ კარგავს მთავარს - ყველაზე საკრალურ ცომის გუნდაში დამალოს ძველი შინაარსი თუ ახალი აღმოჩენა.

კულინარია დღესასწაულის ხელოვნებაა, ყოველდღიური, ყოფითი თუ განსაკუთრებული დღესასწაულის, შთაბეჭდილების გაზიარების, პურის გატეხვის, ერთად ყოფნის, ყოფითი დღეებისთვის შინაარსის მინიჭების.

პური გულიანი სახაბაზოა, სადაც ის ისტორია გრძელდება, რომელიც უხსოვარ დროს დაიწყო, როცა ადამიანმა ცომში გული მოათავსა და ღუმელში გამოაცხო. 

ჩვენი გუნდის მამოძრავებელი ბირთვი სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებაა.

ჩვენს სახაბაზოში, პური და გულსართიანი პურები ცხვება მამაპაპური ტექნოლოგიით - დოლის ფქვილით და ხაშის გამოყენებით, ვაცხობთ რამოდენიმე სახის პურს, და ბევრი სახის გულიან პურს: ხაჭაპური, ლობიანი, კუბდარი, ფხლოვანა, აჩმა ა.შ..